მეხსიერების ფუნქცია

ყოველი ცალკეული გაზომვის მნიშვნელობა ან შედეგი შეინახება მეხსიერებაში ავტომატურად.

GLM 50-22, GLM 50-25 G: ინახება ბოლო მნიშვნელობები 10 (გაზომვის მნიშვნელობა ან საბოლოო შედეგები).

GLM 50-23 G: ინახება ბოლო მნიშვნელობები 30 (გაზომვის მნიშვნელობა ან საბოლოო შედეგები).

თუ მეხსიერება სავსეა, ყველაზე ძველი მნიშვნელობა გადაიწერება. ყველაზე ძველი მნიშვნელობა მეხსიერებაში ნომერ 1-ით არის, ახალი მნიშვნელოვა - ნომრით 10/ 30 (10 / 30 შესაძლო შენახული მნიშვნელობების დროს).

  1. დააჭირეთ ღილაკს , ფუნქციების მენიუს გასახსნელად.
  2. აირჩიეთ მეხსიერების ფუნქცია  და დაადასტურეთ არჩევანი, ღილაკზე  დაჭერით.
  3. დისპლეიზე აისახება ბოლო მნიშვნელობა.
  4. დააჭირეთ ღილაკს  ან  შენახული მნიშვნელობების უკან გადასაფურცლად.

ზემოთ დისპლეიზე აისახება მეხსიერების უჯრედის ნომერი, მარცხნივ – გაზომვის რეჟიმის შესაბამისი სიმბოლო. თუ მეხსიერებაში არ არის მნიშვნელობები, ქვემოთ დისპლეიზე აისახება „0000“, ხოლო ზემოთ – „0“.

მეხსიერებაში შენახული მნიშვნელობების წაშლა

  1. ასახული მნიშვნელობის წასაშლელად, დააჭირეთ ღილაკს .
  2. დაადასტურეთ ღილაკზე  დაჭერით.

ყველა შენახული მნიშვნელობის წასაშლელად, აირჩიეთ მენიუში ძირითადი პარამეტრები პუნქტი მეხსიერების გაწმენდა. იხ. მეხსიერების გაწმენდა