ავტომატური ნიველირების ფუნქცია

ავტომატური ნიველირებით მუშაობა

დააყენეთ საზომი ინსტრუმენტი მყარ ჰორიზონტალურ საფუძველზე და დაამაგრეთ მბრუნავ სამაგრზე (13) ან შტატივზე (23).

ავტომატური ნიველირებით მუშაობისას გადაიყვანეთ ამომრთველი (2) პოზიციაში „  On“.

ავტომატური ნიველირების ფუნქცია კომპენსირებს უსწორმასწორობას თვითნიველირების დიაპაზონის ფარგლებში ±4°. ნიველირება დასრულებულია, როგორც კი ლაზერული ხაზები შეწყვეტენ გადაადგილდებას.

თუ ავტომატური ნიველირება შეუძლებელია, მაგ.: იმიტომ, რომ ზედაპირი რომელზეც დაყენებულია საზომი ინსტრუმენტი, განსხვავდება ჰორიზონტალისგან 4° მეტად, ლაზერული სხივები ციმციმებენ სწრაფ ტემპში.

ამ შემთხვევაში საზომი ინსტრუმენტი დააყენეთ ჰორიზონტალურად და დაელოდეთ თვითნიველირების დასრულებას. მას შემდეგ, რაც საზომი ინსტრუმენტი შედის ავტომატური ნიველირების დიაპაზონში ±4°, ლაზერული სხივები იწყებენ უწყვეტ ნათებას.

მუშაობის დროს რყევების ან პოზიციის ცვლილების შემთხვევაში, საზომი ხელსაწყო ავტომატურად თვითნიველირდება. ნიველირების შემდეგ, შეამოწმეთ ლაზერის სხივების პოზიცია საზომი წერტილების მიმართ, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები საზომი ხელსაწყოს გადაადგილების გამო.

ქანქარის ბლოკირებით მუშაობა

ქანქარის ბლოკირებით მუშაობისას გადაიყვანეთ ამომრთველი (2) პოზიციაში „ On“. ქანქარას ბლოკირების ინდიკატორი (8) ანთია წითლად და ლაზერული ხაზები უწყვეტად ციმციმებენ ნელი ტემპით.

ქანქარის ბლოკირებით მუშაობისას ავტომატური ნიველირება გამორთულია. საზომი ინსტრუმენტი შეგიძლიათ გეჭიროთ ხელში სიმაღლეზე ან დადოთ დახრილ საფუძველზე. ამასთან ლაზერული სხივი აღარ ნიველირდება და არ ქმნის პერპენდიკულარს.