გამოყენების მითიტებები

სამიზნე ნიშანი (28) აუმჯობესებს ლაზერის სხივის ხილვადობას არახელსაყრელ პირობებში და დიდ დისტანციებზე.

სამიზნე ნიშნის ამრეკლავი ზედაპირი (28) აუმჯობესებს ლაზერული ხაზის ხილვადობას, გამჭვირვალე ზედაპირზე ლაზერული ხაზი ასევე ჩანს სამიზნე ნიშნის უკანა მხრიდან.

შტატივი უზრუნველყოფს სტაბილურ, სიმაღლეზე რეგულირებად საყრდენს გასაზომად. დადეთ საზომი ინსტრუმენტი ბუდით შტატივის ქვეშ 1/4" (20) შტატივის (31) ან ჩვეულებრივი ფოტოშტატივის კუთხვილზე. ჩვეულებრივ სამშენებლო შტატივზე დამაგრებისთვის გამოიყენეთ შტატივის ქვედა ბუდე 5/8" (19). დააფიქსირეთ საზომი ინსტრუმენტი შტატივის სამაგრი ხრახნის მეშვეობით.

საზომი ხელსაწყოს ჩართვამდე წინასწარ გაასწორეთ შტატივი.

უნივერსალური სამაგრის მეშვეობით (25) შესაძლებელია საზომი ხელსაწყოს დამაგრება, მაგალითად, ვერტიკალურ ზედაპირებზე ან მაგნიტური მასალისგან დამზადებულ ზედაპირებზე. უნივერსალური სამაგრი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სადგამი. ეს ამარტივებს ხელსაწყოს სიმაღლეში გასწორებას.

  • აქსესუარის ზედაპირებზე დამაგრებისას თითები მოარიდეთ მაგნიტური აქსესუარის უკანა მხარეს. ძლიერმა მაგნიტურმა მიზიდულობამ შეიძლება გამოიწვიოს თითების დაწეწკვა.

საზომი ხელსაწყოს ჩართვამდე, წინასწარ განახორციელეთ უნივერასალური დამჭრის ცენტრირება (25).

არახელსაყრელი განათების შემთხვევაში (ძლიერი განათება, პირდაპირი მზის სხივები) და დიდ მანძილზე ლაზერული სხივის მოსაძებნად გამოიყენეთ ლაზერული მიმღები (29). ლაზერული მიმღებით მუშაობისას ჩართეთ ლაზერული მიმღების რეჟიმი იხ. მიმღების რეჟიმი.

ლაზერულ ხელსაწყოსთან სამუშაო სათვალე ფილტრავს გარემოს შუქს. ამის წყალობით ლაზერის შუქი თვალისთვის უფრო კაშკაშაა.

  • არ გამოიყენოთ სათვალეები ლაზერული ინსტრუმენტით სამუშაოდ (აქსესუარი) დამცავი სათვალეების სახით. ლაზერული ინსტრუმენტით მუშაობის სათვალეები უზრუნველყოფენ ლაზერული სხივის საუკეთესო მანძილს, მაგრამ არ იცავენ ლაზერული გამოსხივებისგან.
  • არ გამოიყენოთ სათვალეები ლაზერული ინსტრუმენტით სამუშაოდ (აქსესუარი) მზის დამცავი სათვალეების სახით ან საჭესთან. ლაზერთან მუშაობის სათვალეები არ უზრუნველყოფენ სრულ უი-გამოსხივებისგან დაცვას და ამცირებს სწორი ფერების აღქმას.

საზომი ხელსაწყოს გამოყენების ვარიანტების მაგალითები იხ. გვერდებზე ილუსტრაციებით.