მუშაობის რეჟიმი

მუშაობის ყველა 3 რეჟიმი შესაძლებელია საზომი ხელსაწყოს ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ პოზიციებში.

როტაციული რეჟიმი
როტაციული რეჟიმი განსაკუთრებით რეკომენდირებულია ლაზერული მიმღების გამოყენებისას. შეგიძლიათ აირჩიოთ ბრუნვის სხვადასხვა სიჩქარეები.

ხაზური რეჟიმი
მუშაობის ამ რეჟიმში ცვლადი ლაზერული სხივი მოძრაობს გახსნის შეზღუდულ კუთხეში. ამის წყალობით უმჯობესდება ლაზერული სხივის ხილვადობა როტაციულ რეჟიმთან მიმართებაში. შეგიძლიათ აირჩიოთ გახსნის სხვადასხვა კუთხე.

წერტილოვანი რეჟიმი
მუშაობის ამ რეჟიმში მიიღწევა საზომი ლაზერული სხივის საუკეთესო ხილვადობა. ის ემსახურება მაგ., ჰორიზონტალების უბრალო გადატანებს ან დამთხვევის ხაზის შემოწმებას.

ხაზური და წერტილოვანი რეჟიმები არ არის განკუთვნილი ლაზერული მიმღებით მუშაობისთვის (30).

საზომი ხელსაწყო ჩართვის შემდეგ როტაციულ რეჟიმში იმყოფება ბრუნვის სტანდარტული სიჩქარით (300 ბრ/წთ).

ხაზური რეჟიმიდან როტაციულ რეჟიმზე გადასასვლელად დააჭირეთ როტაციული რეჟიმის ღილაკს (5) ან როტაციული რეჟიმის ღილაკს (20) დისტანციური მართვის პულტზე.

ბრუნვის სიჩქარის შესაცვლელად დააჭირეთ როტაციული რეჟიმის ღილაკს (5) ან როტაციული რეჟიმის ღილაკს (20) დისტანციური მართვის პულტზე რამოდენიმეჯერ, სანამ ეკრანზე არ გამოჩნდება საჭირო სიჩქარე.

ლაზერული მიმღების მუშაობისას საჭიროა ბრუნვის მაქსიმალური სიჩქარის დაყენება. ლაზერული მიმღების გარეშე მუშაობისას გამოიყენეთ ბრუნვის დაბალი სიჩქარე, რათა გააუმჯობესოთ ლაზერული სხივის ხილვადობა, და გამოიყენეთ ლაზერული ხელსაწყოთი მუშაობის სათვალე (40).

ხაზურ რეჟიმში ან წერტილოვან რეჟიმში დააჭირეთ ხაზური რეჟიმის ღილაკს (11) ან ხაზური რეჟიმის ღილაკს (21) დისტანციური მართვის პულტზე.

საზომი ხელსაწყო გადაერთვება ხაზურ რეჟიმში გახსნის მინიმალური კუთხით.

გახსნის კუთხის შესაცვლელად დააჭირეთ ხაზური რეჟიმის ღილაკს (11) ან ხაზური რეჟიმის ღილაკს (21) დისტანციური მართვის პულტზე რამოდენიმეჯერ, სანამ ეკრანზე არ გამოჩნდება საჭირო რეჟიმი. გახსნის კუთხე იზრდება ეტაპობრივად ყოველი დაჭერის შემდეგ, ამავდროულად ბრუნვის სიჩქარე იზრდება ყოველი ეტაპისას.

გახსნის მაქსიმალური კუთხის მიღწევის შემდეგ საზომი ხელსაწყო გადადის წერტილოვან რეჟიმში ხანმოკლე ვიბრაციის შემდეგ. ხაზური რეჟიმის ღილაკზე განმეორებითი დაჭერა (11) აბრუნებს ხელსაწყოს ხაზურ რეჟიმში გახსნის მინიმალური კუთხით.

მითითება: ინერტულობის მიზეზით ლაზერი ოდნავ სცდება ლაზერული ხაზის ბოლო წერილებს.