როტაციული ლაზერული ნიველირის და დისტანციური მართვის პულტის უსაფრთხოების ტექნიკის მითითებები

უსაფრთხო და საიმედო მუშაობის უზრუნველსაყოფად, უნდა გაეცნოთ და დაიცვათ ყველა ინსტრუქცია. ამ ინსტრუქციების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ინტეგრირებული დაცვის მექანიზმების დაზიანება. არასოდეს დაფაროთ გამაფრთხილებელი წარწერები. შეინახეთ ეს ინსტრუქციები და ნაწარმთან ერთად გადაეცით.

უსაფრთხოების ტექნიკის დამატებითი მითითებები GRL 250 HV :

არ მიმართოთ ლაზერის სხივი ადამიანებზე ან ცხოველებზე და არ შეხედოთ პირდაპირ ან არეკლილ ლაზერის სხივს. ამან შეიძლება დააბრმავოს ადამიანები, გამოიწვიოს უბედური შემთხვევა ან დააზიანოს თვალი.

უსაფრთხოების ტექნიკის დამატებითი მითითებები GRL 300 HV, GRL 300 HVG :

არ მიმართოთ ლაზერის სხივი ადამიანებზე ან ცხოველებზე და არ შეხედოთ ლაზერის სხივს. ეს საზომი ხელსაწყო წარმოქმნის ლაზერის 3R კლასის ლაზერულ გამოსხივებას EN 60825-1 სტანდარტის შესაბამისად. პირდაპირი მზერა ლაზერის სხივზე – დიდი მანძილიდანაც კი – შეიძლება დააზიანოს მხედველობა.