მშრალი წმენდა

მტვრის შრის შეწოვა

  • მტვერსასრუტის ჩასართავადმუშაობის რეჟიმების გადამრთველი დააყენეთ (6) სიმბოლოზე „შეწოვის რეჟიმი“.

  • მტვერსასრუტის გამოსართავად მუშაობის რეჟიმების გადამრთველი დააყენეთ (6) სიმბოლოზე „გამორთვა“.

მუშა ელექტროხელსაწყოებიდან მტვრის შეწოვა (იხ.სურ. G)

მტვერსასრუტში ჩაშენებულია როზეტი დამცავი კონტაქტით (4). მასზე შეგიძლიათ ჩართოთ გარე ელექტროხელსაწყო. გაითვალისწინეთ ჩართული ელექტროხელსაწყოს მაქსიმალურად დასაშვები გამოყენებადი სიმძლავრე.

მითითება: ელექტროხელსაწყოსთან მუშაობისას, რომლებიც მცირე ჰაერს გამოყოფენ შემწოვ შლანგში (მაგ.: ბეწვა ხერხი, სახეხი მანქანები და ა.შ.), საჭიროა გახსნათ ჰაერის საცობიანი ხვრელი (32) მტვერგაყვანის გადამყვანზე (20). მხოლოდ ასე შეიძლება უზრუნველყოთ ფილტრების ავტომატური წმენდის უწყვეტი მუშაობა.
ამისათვის მოატრიალეთ ჰაერის საცობიანი ხვრელის რგოლი (32), სანამ ხვრელი არ მიაღწევს მაქსიმალურ ზომას.

  • მტვერსასრუტის ავტომატური ჩართვა/გამორთვის ასამოქმედებლად რეჟიმების გადამრთველი (6) დააყენეთ სიმბოლოზე „ავტომატური ჩართვა/გამორთვა“.

  • მტვერსასრუტის ჩასართავად ჩართეთ ელექტროხელსაწყო, რომელიც ჩართულია როზეტში (4). მტვერსასრუტი ირთობა ავტომატურად.
  • გამორთეთ ელექტროხელსაწყო, რათა მტვრის შეწოვა შეჩერდეს.
    თავისუფალი რბენის მუშაობის ფუნქცია ავტომატური ჩართვის/გამორთვისას უზრუნველყოფს მუშაობას გამორთვის შემდეგ დაახლოებით 15 წმ-ის განმაბბლობაში, რათა მოშორდეს მტვრის ნარჩენები შემწოვ შლანგს.
  • მტვერსასრუტის გამოსართავად მუშაობის რეჟიმების გადამრთველი დააყენეთ (6) სიმბოლოზე „გამორთვა“.