ლითიუმის-იონიანი აკუმულატორის დამუხტვა

გადაზიდვის საერთაშორისო წესების შესაბამისად ლითიუმ-იონური აკუმულატორების მიწოდება ხდება ნაწილობრივად დამუხტულ მდგომარეობაში. აკუმულატორის სრული სიმძლავრის უზრუნველსაყოფად, ბოლომდე დამუხტეთ ის პირველ გამოყენებამდე.

USB ბუდე (18) USB კაბელის ჩასართავად (27) განთავსებულია საყრდენი შტიფტის ქვეშ (8).

  1. ხუფის გასახსნელად, დააჭირეთ ღილაკს (7).
  2. ჩართეთ საზომი ხელსაწყო კვების ბლოკში შტეფსელის ჩანგლით USB კაბელით (27) მოწოდების კომპლექტიდან.
  3. შეაერთეთ კვების ბლოკი ჩანგალი როზეტში.
  4. იწყება დამუხტვის პროცესი.

ლითიუმ-იონური აკუმულატორული ბატარეა შეიძლება დაიმუხტოს ნებისმიერ დროს მისი მომსახურეობის ვადის შემცირების გარეშე. დამუხტვის პროცესის შეწყვეტა არ აზიანებს აკუმულატორულ ბატარეას.

აკუმულატორით უფრო ხანგრძლივი მუშაობისას უნდა იყოს მიღბული ენერგიის ეკონომიის ზომები, მაგალ., Bluetooth®-ის გამორთვა, თუ ის არ გამოიყენება, ან დისპლეის სიკაშკაშის შემცირება და ა.შ.

დამუხტვის დროს ანიმაციის მეშვეობით გამოისახება დამუხტვის პროცესი. თუ ანიმაცია აღარ გამოისახება, აკუმულატორი ბოლომდე დამუხტულია.

გამორთეთ საზომი ხელსაწყო, რათა დააჩქაროთ დამუხტვის პროცესი.

როდესაც დისპლეიზე პირველად გაჩნდება ცარიელი ბატარეის სიმბოლო, შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე გაზომვის განხორციელება.

თუ ბატარეების სიმბოლო ცარიელია და წითლად ციმციმებს, შემდგომი გამოთვლები შეუძლებელია. შეცვალეთ ბატარეებით ან აკუმულატორული ბატარეებით.

საზომი ხელსაწყოს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მცირე ხნით (მაგ. გაზომილი მნიშვნელობების სიაში ჩანაწერების შესამოწმებლად). დამუხტეთ აკუმულატორული ბატარეა.

თუ კვების ბლოკი არ გამოიყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, გამორთეთ ქსელიდან.

აკუმულატორული ბატარეის დამუხტვა შეიძლება ასევე USB პორტის მეშვეობით. შეაერთეთ საზომი ხელსაწყო USB კაბელის მეშვეობით USB პორტში (27). USB რეჟიმში (დამუხტვის რეჟიმი, მონაცემთა გადაცემა) დამუხტვის დრო შეიძლება მნიშვნელოვნად გახანძლივდეს.

საზომი ხელსაწყოს ავტონომიური გამოყენება დამუხტვის დროს შეუძლებელია.

Bluetooth® დამუხტვის დრო გამოირთვება. სხვა მოწყობილობებთან დამყარებული კავშირები შეწყდება. ამ დროს შესაძლებელია ,ონაცემთა დაკარგვა.

საზომ ხელსაწყოში აკუმულატორული ბატარეის ოპტიმალური მართვის მითითება
შეინახეთ საზომი ხელსაწყო მხოლოდ დასაშვებ ტემპერატურულ დიაპაზონში, იხ. ტექნიკური მონაცემები. არ დატოვოთ საზომი ხელსაწყო ზაფხულში მანქანაში.
მნიშვნელოვნად შემცირებული, მუშაობის დრო დამუხტვის შემდეგ, მიუთითებს იმაზე, რომ აკუმულატორი დაცლილია და მიუთითებს, რომ ის უნდა შეიცვალოს Bosch-ის ტექნიკური მომსახურების სახელოსნოში.
გაითვალისწინეთ უტილიზაციის მითითებები.