უტილიზაცია

საზომი ინსტრუმენტები, დასამუხტი მოწყობილობები, აკუმულატორები, აქსესუარები და შეფუთვა უნდა გადაყაროთ გარემოს დაცვის მოთხოვნების შესაბამისად.

არ გადაყაროთ საზომი ინსტრუმენტები, დასამუხტი მოწყობილობები და აკუმულატორები საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად!

აკუმულატორი/ბატარეები:

ლითიუმის-იონიანი:

დაიცავით მითითებები, რომელიც მოყვანილია ტრანსპორტირების განყოფილებაში იხ. ტრანსპორტირება.

საზომი ხელსაწყოდან აკუმულატორის ამოსაღებად, საზომი ხელსაწყო ჩართული დატოვეთ მანამდე, სანამ აკუმულატორი ბოლომდე არ განიმუხტება. ამოხრახნეთ ხრახნები კორპუსზე და მოხსენით გარსაცმი, რათა ამოიღოთ აკუმულატორი. მოკლე ჩართვის თავიდან აცილების მიზნით გამორთეთ რიგ-რიგობით ყველა კონტაქტი აკუმულატორზე და გააცალკევეთ პოლუსები. სრულად დაცლის შემდეგაც კი, აკუმულატორს აქვს ნარჩენი ტევადობა, რომელიც შეიძლება გამოთავისუფლდეს მოკლე ჩართვის შემთხვევაში.