მეხსიერების ფუნქცია

ყოველი ცალკეული გაზომვის მნიშვნელობა ან შედეგი შეინახება მეხსიერებაში ავტომატურად. ინახება ბოლო მნიშვნელობები 50. თუ მეხსიერება შევსებულია, ყველაზე ძველი მნიშვნელობა გადაიწერება. ყველაზე ძველი მნიშვნელობა იმყოფება მეხსიერებაში 1-ლი ნომრით, ახალი მნიშვნელობა – ნომრით 50 (შესაძლო 50 შენახული მნიშვნელობის შემთხვევაში).

GLM 150-27 C: ჩართული კამერის დროს გაზომვის შედეგთან ერთად ავტომატურად შეინახება ფოტოსურათი.

ფოტოსურათში ჩაიბეჭდება შემდეგი ინფორმაცია:

  • გაზომვის შედეგი,
  • ცალკეული გაზომვები (რომლებიც საჭიროა შემდეგი გაზომვების მისაღებად),
  • გამოყენებული გაზომვის რეჟიმი,
  • ეტალონური მნიშვნელობა,
  • თარიღი და დრო,
  • დახრის კუთხე (მხოლოდ ჩართული ციფრული თარაზოს დროს)

თუ ფოტოს გამოყენება საჭიროა დოკუმენტირებისთვის და Micro-USB კაბელით გადაცემისთვის, გირჩევთ არ დაიწყოთ მასშტაბირება. როდესაც საზომი ხელსაწყო უკავშირდება ბოლო მოწყობილობას, Micro-USB კაბელის გამოყენებით, იქმნება დამატებითი csv ფაილი, ყველა შენახული გაზომილი მნიშვნელობებით.

  1. დააჭირეთ ღილაკს , რათა გახსნათ შენახული მნიშვნელობების ბაზა.
  2. ეკრანზე გამოჩნდება ბოლო მნიშვნელობა.
  3. დააჭირეთ ღილაკი  ან შენახული მნიშვნელობების გადასაფურცლად.

ზემოთ დისპლეიზე აისახება მეხსიერების უჯრედის ნომერი, მარცხნივ – გაზომვის რეჟიმის შესაბამისი სიმბოლო. თუ მეხსიერებაში არ არის მნიშვნელობები, ქვემოთ დისპლეიზე აისახება „0000“, ხოლო ზემოთ – „0“.

მეხსიერებაში შენახული მნიშვნელობების წაშლა

  1. გამოსახული მნიშვნელობის წაშაშლეად, დააჭირეთ ღილაკს .
  2. დაადასტურეთ ღილაკზე დაჭერით .

ყველა შენახული მნიშვნელობის წასაშლელად მენიუში ძირითადი პარამეტრები აირჩეთ მენიუს პუნქტი მეხსიერებიდან ფაილის წაშლა (GLM 150-27 C) იხ. მეხსიერების გაწმენდა ან დააჭირეთ ღილაკს და ერთდროულად.