გამოყენება დანიშნულებისამებრ

ელექტროხელსაწყო განკუთვნილია მერქანის სტაციონარული სწორხაზოვანი გრძივი და განივი ხერხვისთვის. შესაძლებელია ხერხვის ჰორიზონტალური კუთხეები –52°-დან +60°-მდე და ხერხვის ვერტიკალური კუთხეები 47°-დან (მარცხნივ) 47°-მდე (მარჯვნივ).

ელექტროხელსაწყოს სიმძლავრე გათვლილია მყარი და რბილი მერქანის და ასევე ბურბუშელის და მერქან-ბოჭკოვანი ფილების ხერხვისთვის.

შესაბამისი ხერხის პირების გამოყენებისას შეგიძლიათ გახერხოთ ალუმინის პროფილი და პლასტმასი.