სახერხი დისკის გამოცვლა (იხ. სურ. c1c4)

გამოიყენეთ მხოლოდ ის სახერხი დისკები, რომელთა მაქსიმალური ბრუნვის რიცხვი მეტია თქვენი ელექტროხელსაწყოს უქმე სვლის ბრუნების რიცხვზე.

გამოიყენეთ მხოლოდ სახერხი დისკები, რომლებიც შეესაბამება ამ ინსტრუქციებში მითითებულ მახასიათებლებს, და რომელიც შემოწმებულია EN 847-1 სტანდარტის შესაბამისობაზე და გააჩნია სათანადო მარკირება.

გამოიყენეთ მხოლოდ სახერხი დისკები, რომელიც რეკომენდირებულია ელექტროხელსაწყოს მწარმოებლის მიერ და გამოსადეგია მასალისთვის, რომლის დამუშავებასაც აპირებთ. ეს თავიდან აგაცილებთ ხერხვისას კბილანების გადახურებას.

სახერხი დისკის მოხსნა

სახერხი დისკის დაყენება

საჭიროების შემთხვევაში, დაყენებამდე გაწმინდეთ ყველა სამონტაჟო ნაწილი.

  • ჩამოაცვით ახალი სახერხი დისკი შიდა მომჭერ მილტუჩზე (49).
  • ჩამოაცვით მომჭერი მილტუჩი (48) და ჩახრახნეთ ხრახნი შიდა ექვსწახნაგით (47). მოუჭირეთ შპინდელის ფიქსატორს (46), მოდებისთვის და მოუჭირეთ ხრახნს შიდა ექვსწახნაგით საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით.
  • მოხსენით მოქანავე ბერკეტი (42) სამაგრი ხრახნიდან (44) და ისევ აუშვით ქანქარა დამცავი გარსაცმი (4).
  • შეუდეთ დამცავი ფირფიტა (45) ისევ საჭერი ხრახნის ქვეშ (44).
  • ისევ მჭიდროდ მოუჭირეთ საჭერ ხრახნებს (44) და (43).
  • შეწიეთ მოქანავე ბერკეტი (42) მის საწყის პოზიციაში და ისევ მოუჭირეთ ხელით საჩერებელ ხრახნს (41).