ძირითადი პარამეტრები – კონტროლი და რეგულირება

ინტენსიური მუშაობის შემდეგ ზუსტი ხერხვის უზრუნველყოფის მიზნით უნდა შეამოწმოთ ელექტროხელსაწყოს პარამეტრები და საჭიროების შემთხვევაში შეცვალოთ ისინი.
ამისათვის თქვენ უნდა გქონდეთ გამოცდილება და სპეციალური ინსტრუმენტი.

Bosch ფირმის მომსახურების სახელოსნო ასრულებს მსგავს სამუშაოს სწრაფად და საიმედოდ.

მითითება: ლაზერის მუშაობის შესამოწმებლად, ელექტროხელსაწყო უნდა შეუერთოთ ელკვების ქსელს.

  • ლაზერით გათანაბრებისას (მაგალითად, კრონშტაინის გადაადგილებისას) არასოდეს არ დააჭიროთ ამომრთველს. ელექტროხელსაწყოს უნებლიე ჩართვამ შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება.
  • ჩააყენეთ ელექტროხელსაწყო სამუშაო მდგომარეობაში.
  • მოატრიალეთ სახერხი მაგიდა  (37) ნიშნულამდე (14) 0°. ბერკეტი (12) მკაფიოდ უნდა გამოედოს ჭდეს.

კონტროლი (იხ. სურ. T1)

  • ნამზადზე დაატანეთ ხერხვის სწორი ხაზი.
  • ნელა დაუშვით კრონშტაინი (27) სახელურით (1).
  • გაათანაბრეთ ნამზადი ისე, რომ სახერხი დისკის კბილანები იმყოფებოდეს ერთ ხაზზე გახერხვის ხაზთან.
  • დაიჭირეთ ნამზადი ამ პოზიციაში და ისევ ნელა აწიეთ მოძრავი კრონშტაინი ზემოთ.
  • დაამაგრეთ ნამზადი.
  • ჩართეთ ლაზერის სხივები ამომრთველის მეშვეობით (59).

ლაზერის სხივები უნდა იმყოფებოდეს მარცხნივ და მარჯვნივ მთელ სიგრძეზე ერთნაირ მანძილზე ნამზადზე აღნიშნულ ხერხვის ხაზისგან, დროის ჩათვლით კრონშტაინის ქვემოთ მოძრაობის დროს.

ლაზერის დამცავი ხუფის მოხსნა (იხ. სურ. T2)

  • მოუშვით ორი ხრახნი (62) ლაზერის დამცავ ხუფზე (26) ექვსწახნაგა გასაღებით (4 მმ) (16).
    მითითება: ლაზერის დამცავი ხუფის წინა ხრახნზე წვდომისთვის, მოძრავი კრონშტაინი უნდა ცოტათი გადაწიოთ ქვემოთ, რომ შესაძლებელი იყოს ექვსწახნაგა გასაღების ჩასმა ქანქარა დამცავი გარსაცმის ერთ-ერთი შლიციდან.

თანაბრობის რეგულირება (იხ. სურ. T3)

  • მოხსენით ლაზერის დამცავი ხუფი (26).

1. მარჯვენა ლაზერის სხივის დაყენება:

  • მოატრიალეთ უკანა საყენებელი ხრახნი (63) ექვსწახნაგა გასაღების მეშვეობით  (17), სანამ მარჯვენა ლაზერის სხივი არ გაივლის მთელ სიგრძეზე ერთ დონეზე ხერხვის ხაზთან ნამზადზე.
    ამ დროს მარცხენა ლაზერის სხივი ასევე გადაადგილდება.

საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნვა გადაადგილებს ლაზერის სხივს მარცხნიდან მარჯვნივ, ხოლო ბრუნვა საათის ისრის მიმართულებით გადაადგილებს ლაზერის სხივს მარჯვნიდან მარცხნივ.

2. მარცხენა ლაზერის სხივის დაყენება:

  • მოატრიალეთ წინა საყენებელი ხრახნი (63) ექვსწახნაგა გასაღების მეშვეობით  (17), სანამ მარცხენა ლაზერის სხივი არ გაივლის მთელ სიგრძეზე ერთ დონეზე ხერხვის ხაზთან ნამზადზე.

საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნვა გადაადგილებს ლაზერის სხივს მარცხნიდან მარჯვნივ, ხოლო ბრუნვა საათის ისრის მიმართულებით გადაადგილებს ლაზერის სხივს მარჯვნიდან მარცხნივ.

  • დაამაგრეთ ლაზერის დამცავი ხუფი (26).

პარალელურობის დაყენება (იხ. სურ. T4)

  • მოხსენით ლაზერის დამცავი ხუფი (26).
  • მოუშვით საჭერი ხრახნი (64) (დაახლ. 1–2 ბრუნით) ექვსწახნაგა გასაღების მეშვეობით (17). არ ამოხრახნოთ ხრახნი ბოლომდე.
  • გადაადგილეთ ლაზერის სამონტაჟო ფილა მარჯვნივ ან მარცხნივ ისე, რომ ლაზერის სხივები მთელ თავის სიგრძეზე გადიოდეს ნამზადზე აღნიშნული ხერხვის ხაზის პარალელურად.
  • დააყოვნეთ ლაზერის სამონტაჟო ფილა ამ პოზიციაში და მოუჭირეთ საჭერი ხრახნი (64).
  • დარეგულირების შემდეგ შეამოწმეთ, გადის თუ არა ლაზერის სხივები ხერხვის ხაზის პარალელურად. საჭიროების შემთხვევაში კიდევ ერთხელ გაასწორეთ ლაზერის სხივები საყენებელი ხრახნების მეშვეობით (63).
  • დაამაგრეთ ლაზერის დამცავი ხუფი (26).

გვერდითი გადახრის რეგულირება კრონშტაინის გადაადგილებისას (იხ. სურ. T5)

  • მოხსენით ლაზერის დამცავი ხუფი (26).
  • მოუშვით ორივე სამაგრი ხრახნი (65) (დაახლ. 1–2 ბრუნით) ექვსწახნაგა გასაღების მეშვეობით (17).
    არ ამოხრახნოთ ხრახნები ბოლომდე.
  • გადაადგილეთ ლაზერის კორპუსი მარჯვნივ ან მარცხნივ, რომ კრონშტაინის გადაადგილებისას ქვემოთ, ლაზერის სხივები აღარ გადაიხაროს გვერდით.
  • დარეგულირების შემდეგ შეამოწმეთ, გადის თუ არა ლაზერის სხივები ხერხვის ხაზის პარალელურად. საჭიროების შემთხვევაში კიდევ ერთხელ გაასწორეთ ლაზერის სხივები საყენებელი ხრახნების მეშვეობით (63).
  • შეაჩერეთ ლაზერის კორპუსი ამ პოზიციაში და ისევ მოუჭირეთ საჭერ ხრახნებს (65).
  • დაამაგრეთ ლაზერის დამცავი ხუფი (26).

  • ჩააყენეთ ელექტროხელსაწყო ტრანსპორტირების მდგომარეობაში.
  • მოაბრუნეთ სახერხი მაგიდა (37) ჭდევანამდე (14) 0°. რიჩაგი (12) ნათლად უნდა შევიდეს ჭდევანასთან მოდებაში.

კონტროლი (იხ. სურ. U1)

  • დააყენეთ კუთხური კალიბრი 90° და მოათავსეთ სახერხ მაგიდაზე (37).

კუთხური კალიბრის მხარე უნდა ემთხვევოდეს სახერხ დისკს (39) მთელს სიგრძეზე.

დარეგულირება (იხ. სურ. U2)

  • მოუშვით მომჭერი სახელური (13).
  • მოუშვით ორივე საყენებელი ხრახნი (66) (მინიმუმ ერთი ბრუნით) ტორსული გასაღების მეშვეობით (10 მმ).
  • მოუშვით საყენებელი ხრახნი (68) (დაახლ. 3 ბრუნით) ექვსწახნაგა გასაღებით (4 მმ) (16).
  • ამოხრახნეთ ან მოუჭირეთ საყენებელი ხრახნი (67) ექვსწახნაგა გასაღებით (4 მმ) (16) ისე რომ, კუთხის კალიბრის მხარე იყოს ერთ დონეზე სახერხ დისკთან მთლ სიგრძეზე.
  • ისევ მჭიდროდ მოუჭირეთ ფიქსაციის სახელურს (13). ამის შემდეგ ჯერ მოუჭირეთ საყენებელ ხრახნს (68), და შემდეგ საყენებელ ხრახნებს (66).

თუ დარეგულირების შემდეგ კუთხის მაჩვენებლები (32) და (20) არ დაემთხვევა დაჭდევებს 0° სკალაზე (31), მოუშვით კუთხის მაჩვენებლის საჭერი ხრახნები ჯვრისებრი სახრახნისის მეშვეობით და გაასწორეთ კუთხის მაჩვენებლები ჭდევებზე 0°.

  • ჩააყენეთ ელექტროხელსაწყო სამუშაო მდგომარეობაში.
  • მოატრიალეთ სახერხი მაგიდა (37) ჭდევამდე (14) 0°. ბერკეტი (12) აშკარად უნდა მოვიდეს მოდებაში ჭდევანასთან.
  • გამოწიეთ ვერტიკალური რეგულირებადი საბჯენი თამასა (5) ბოლომდე გარეთ.
  • განბლოკეთ მომჭერი სახელური (13) და გაწიეთ მოძრავი კრონშტაინი სახელურზე (1) საბჯენამდე მარცხნივ (45°).

კონტროლი (იხ. სურ. V1)

  • დაარეგულირეთ კუთხის საბჯენი 45°-ზე და დააყენეთ ის სახერხ მაგიდაზე (37).

კუთხის კალიბრის მხარი უნდა იყოს ერთ დონეზე სახერხ დისკთან (39).

დარეგულირება (იხ. სურ. V2)

  • მოხრახნეთ ან ამოხრახნეთ საყენებელი ხრახნი (69) რქისებრი გასაღებით (8 მმ), სანამ კუთხის კალიბრის მხარი არ აღმოჩნდება ერთ დონეზე სახერხ დისკთან.
  • ისევ მჭიდროდ მოუჭირეთ ფიქსაციის სახელურს (13).

თუ დარეგულირების შემდეგ კუთხის ინდიკატორები (32) და (20) არ დაემთხვევა დაჭდევას 45° სკალაზე (31), კიდევ ერთხელ შეამოწმეთ ვერტიკალური ხერხვის კუთხის დანაყენი 0° და კუთხის ინდიკატორი. შემდეგ გაიმეორეთ დაყენება ვერტიკალური ხერხვის კუთხისთვის 45°.

  • ჩააყენეთ ელექტროხელსაწყო სამუშაო მდგომარეობაში.
  • მოატრიალეთ სახერხი მაგიდა  (37) დაჭდევამდე (14) 0°. ბერკეტი (12) აშკარად უნდა მოვიდეს მოდებაში დაჭდევასთან.
  • გამოწიეთ მარჯვენა რეგულირებადი საბჯენი თამასა (5) ბოლომდე გარეთ.
  • მოუშვით მომჭერი სახელური (13).
  • ოდნავ დახარეთ მოძრავი კრონშტაინი სახელურით (1) პოზიციიდან 0° მარცხნივ და მოატრიალეთ მოსატრიალებელი სახელური (38), სანამ არ აისახება ვერტიკალური ხერხვის კუთხეების დიაპაზონი მარჯვნივ.

  • გაწიეთ მოძრავი კრონშტაინი სახელურით (1) საბჯენამდე მარჯვნივ (45°).

კონტროლი (იხ. სურ. W1)

  • დაარეგულირეთ კუთხის საბჯენი 135°-ზე და დააყენეთ ის სახერხ მაგიდაზე (37).

კუთხის კალიბრის მხარი უნდა იყოს ერთ დონეზე სახერხ დისკთან (39).

დარეგულირება (იხ. სურ. W2)

  • მოხრახნეთ ან ამოხრახნეთ საყენებელი ხრახნი (70) რქისებრი გასაღებით (8 მმ), სანამ კუთხის კალიბრის მხარი არ აღმოჩნდება ერთ დონეზე სახერხ დისკთან.
  • ისევ მჭიდროდ მოუჭირეთ ფიქსაციის სახელურს (13).

თუ დარეგულირების შემდეგ კუთხის ინდიკატორები (32) и (20) არ დაემთხვევა დაჭდევას 45° სკალაზე (31), კიდევ ერთხელ შეამოწმეთ ვერტიკალური ხერხვის კუთხის დანაყენი 0° და კუთხის ინდიკატორი. შემდეგ გაიმეორეთ დაყენება ვერტიკალური ხერხვის კუთხისთვის 45°.

  • ჩააყენეთ ელექტროხელსაწყო სამუშაო მდგომარეობაში.
  • მოატრიალეთ სახერხი მაგიდა  (37) ჭდევამდე  (14) 0°. ბერკეტი (12) აშკარად უნდა მოვიდეს მოდებაში დაჭდევასთან.

კონტროლი (იხ. სურ. X1)

  • დაარეგულირეთ კუთხის კალიბრი 90°-ზე და დააყენეთ ის საბჯენებისთვის სახაზავსა და (6) სახერხ დისკს შორის (39) სახერხ მაგიდაზე (37).

კუთხის კალიბრის მხარი უნდა იყოს ერთ დონეზე სახერხ დისკთან (39).

დარეგულირება (იხ. სურ. X2)

  • მოუშვით ყველა ოთხი საყენებელი ხრახნი (71) ექვსწახნაგა გასაღების (4 მმ) (16) მეშვეობით და მოატრიალეთ სახერხი მაგიდა (37) სკალასთან (36) ერთად, სანამ, კუთხის კალიბრის მხარი არ აღმოჩნდება ერთ დონეზე სახერხ დისკთან.
  • მჭიდროდ მოუჭირეთ ხრახნებს.

თუ დარეგულირების შემდეგ კუთხის მანიშნებელი  (57) არ განთავსდება ერთ ხაზზე დაჭდევასთან 0° სკალაზე  (36), მოუშვით ხრახნი (72) ჩვეულებრივი ჯვრისებრი ხრახნის მეშვეობით და გაასწორეთ კუთხის მანიშნებელი ნიშნულზე 0°.

შესაძლებელია მომჭერი სახელურის მომჭერი ძალის (13) დამატებითი რეგულირება.

კონტროლი

  • მომჭერი სახელურის მოჭერის ძალა უნდა იყოს საკმარისი იმისთვის, რომ კრონშტაინი საიმედოდ გაჩერდეს თავის პოზიციაში ნებისმიერი ვერტიკალური კუთხის ხერხვის დროს.

რეგულირება

  • მოუშვით მომჭერი სახელური (13).
  • ამოხრახნეთ საყენებელი ხრახნი (73) ტორსული გასაღებით (17 მმ) საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, მომჭერი ძალვის შესამცირებლად, ან მოუჭირეთ მას საათის ისრის მიმართულებით, მომჭრი ძალვის გასაზრდელად.
  • დააყენეთ საჭირო ვერტიკალური ხერხვის კუთხე, ისევ მოუჭირეთ მომჭერ სახელურს (13) და შეამოწმეთ, თუ არის უზრუნველყოფილი საჭირო მომჭერი ძალვა.