მტვრის და ნათალის მოცილება

ზოგიერთი მასალის მტვერი (მაგალითად, ტყვიის შემცველი საღებავი, ზოგიერთი ხის მასალა, მინერალები და ლითონები) შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის საზიანო. მტვერთან შეხებამ და სასუნთქ გზებში მისმა მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს ოპერატორის ან მასთან ახლოს მყოფი პერსონალის ალერგიული რეაქციები და/ან სასუნთქი გზების დაავადებები.
მტვრის გარკვეული სახეობები, მაგალითად, მუხა და წიფელი, განიხილება კანცეროგენად, განსაკუთრებით ხის დამუშავების დანართებთან ერთად (ქრომატი, ხის დაცვის საშუალება).აზბესტის შემცველი მასალის დამუშავება დაავალეთ მხოლოდ სპეციალისტებს.

დაიცავით თქვენს ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები დასამუშავებელი მასალებისთვის.

მტვრის და ბურბუშელას ხვრელი შესაძლოა გაჭედილი იყოს მტვერით, ბურბუშელათი ან ნამზადის ფრაგმენტებით.

  • გამორთეთ ელექტროხელსაწყო და გამოაერთეთ ელექტრო კვების კაბელის შტეფსელი როზეტიდან.
  • დაელოდეთ, სანამ სახერხი დისკი ბოლომდე არ გაჩერდება.
  • გამოავლინეთ ბლოკირების მიზეზი და აღმოფხვერით ის.

მტვერსასრუტის გარე სისტემა

მტვრის მოსაშორებლად მტვერგაყვანის ადაპტერს (23) შეიძლება შეუერთდეს მტვერსასრუტის შემწოვი შლანგი (Ø 35 მმ).

  • მტვერსასრუტის შლანგი შეუერთეთ მტვერგაყვანის ადაპტერს (23).

მტვერსასრუტი უნდა გამოსადეგი იყოს დასამუშავებელ მასალაზე.

გამოიყენეთ სპეციალური მტვერსასრუტი განსაკუთრებით მავნე კონცეროგენული მტვრის და მშრალი მტვრის მოსაშორებლად.

მტვერგაყვანის ადაპტერის გაწმენდა

ოპტიმალური მტვერგაყვანის უზრუნველყოფისთვის საჭიროა მტვერსასრუტი ადაპტერის გაწმენდა (23).