ხერხვის ვერტიკალური კუთხეების დაყენება

ვერტიკალური ხერხვის კუთხე შეიძლება დარეგულირდეს დიაპაზონში 47°-დან (მარცხნივ) 47°-მდე (მარჯვნივ).

ხშირად გამოყენებადი ვერტიკალური ხერხვის კუთხეების სწრაფი და ზუსტი რეგულირებისთვის გათვალისწინებულია საბჯენები კუთხეებისთვის 0°, 22,5°, 45° და 47°.

  • გამოწიეთ მარცხენა რეგულირებადი საბჯენი თამასა (5) ბოლომდე გარეთ.
  • მოუშვით მომჭერი სახელური (13).
  • მოატრიალეთ კრონშტაინი (27) სახელურით (1) მარცხნივ საჭირო ვერტიკალური ხერხვის კუთხემდე კუთხის მაჩვენებელზე (32).
  • დააყოვნეთ კრონშტაინი (27) ამ პოზიციაში და ისევ მჭიდროდ მოუჭირეთ მომჭერ სახელურს  (13).
    მომჭერი სახელურის მოჭერის ძალა უნდა იყოს საკმარისი იმისთვის, რომ კრონშტაინი საიმედოდ გაჩერდეს თავის პოზიციაში ნებისმიერი ვერტიკალური კუთხის ხერხვის დროს.

  • გამოწიეთ მარჯვენა რეგულირებადი საბჯენი თამასა (5) ბოლომდე გარეთ.
  • მოუშვით მომჭერი სახელური (13).
  • ოდნავ დახარეთ კრონშტაინი (27) სახელურით (1) პოზიციიდან 0° მარცხნივ და მოატრიალეთ მოსატრიალებელი სახელური (38), სანამ არ იქნება მიღწეული საჭირო ვერტიკალური ხერხვის კუთხის დიაპაზონი.
  • მოატრიალეთ კრონშტაინი (27) სახელურით (1) მარჯვნივ საჭირო ხერხვის კუთხის მაჩვენებლის კუთხეზე (20).
  • დააყოვნეთ კრონშტაინი (27) ამ პოზიციაში და ისევ მჭიდროდ მოუჭირეთ მომჭერ სახელურს  (13).
    მომჭერი სახელურის მოჭერის ძალა უნდა იყოს საკმარისი იმისთვის, რომ კრონშტაინი საიმედოდ გაჩერდეს თავის პოზიციაში ნებისმიერი ვერტიკალური კუთხის ხერხვის დროს.

სტანდარტული ვერტიკალური ხერხვის კუთხის მარტივი განმეორებითი დაყენებისთვის 0° საბრუნი სახელური (38) ფიქსირდება ხერხვის ვერტიკალური კუთხეების დიაპაზონში მარცხნივ.

  • გადაწიეთ კრონშტაინი (27) მარჯვნივ 0°-ის პოზიციის შემდეგ.

  • გამოწიეთ ორივე რეგულირებადი საბჯენი თამასა (5) ბოლომდე გარეთ.
  • მოუშვით მომჭერი სახელური (13).
  • ოდნავ დახარეთ კრონშტაინი (27) სახელურით (1) პოზიციიდან 0° მარცხნივ და მოატრიალეთ მოსატრიალებელი სახელური  (38), სანამ არ იქნება მიღწეული საჭირო ვერტიკალური ხერხვის კუთხის დიაპაზონი.
  • დახარეთ კრონშტაინი (27) სახელურით (1) მარცხნივ ან მარჯვნივ, სანამ კუთხის მანიშნებელი (32) ან (20) არ აჩვენებს საჭირო ხერხვის ვერტიკალურ კუთხეს.
  • დააყოვნეთ კრონშტაინი (27) ამ პოზიციაში და ისევ მჭიდროდ მოუჭირეთ მომჭერ სახელურს  (13).
    მომჭერი სახელურის მოჭერის ძალა უნდა იყოს საკმარისი იმისთვის, რომ კრონშტაინი საიმედოდ გაჩერდეს თავის პოზიციაში ნებისმიერი ვერტიკალური კუთხის ხერხვის დროს.

გაწიეთ რეგულირებადი სახელური (33) გარეთ საბჯენამდე და მოატრიალეთ 90°-ით. შემდეგ გაწიეთ მოძრავი კრონშტაინი (27) სახელურით (1), სანამ მოძრავი კრონშტაინი არ დაფიქსირდება დამახასიათბელი წკაპუნით.