ხმაურის/ვიბრაციის მონაცემები

ხმაურის ემისია განისაზღვრა EN 62841‑2‑11-ის შესაბამისად.

ელექტროხელსაწყოს А‑შეწონილი ხმაურის დონე ზოგადად შეადგენს: ხმის წნევის დონე 86 დბ(ა); ხმის სიმძლავრის დონე 97 დბ(ა). ცდომილება K = 5 დბ.

გამოიყენეთ სმენის ორგანოების დაცვის საშუალებები!

ჯამური ვიბრაცია ah (სამი მიმართულების ვექტორული ჯამი) და ცდომილება K განსაზღვრულია EN 62841‑2‑11 -ის შესაბამისად:

მერქანბურბუშელიანი ფილის ხერხვა სახერხი დისკით S 2345 X:
ს,B = 18,7 მ/წ2, K = 1,5 მ/წ2,
ხის კოჭების ხერხვა სახერხი დისკით S 2345 X:
ს,WB = 23,1 მ/წ2, K = 1,5 მ/წ2.

მოცემულ ინსტრუქციაში მოყვანილი ვიბრაციის და ხმაურის დონე გაზომილია სტანდარტიზებული პროცედურის შესაბამისად და შეიძლება გამოყენებულ იქნას ელექტროხელსაწყოების ერთმანეთთან შედარებისთვის.ეს გამოიყენება აგრეთვე ვიბრაციის და ხმაურის წინასწარი შეფასებისთვის.

ვიბრაციის და ხმაურის მითითებული დონეები მოიცავს ელექტროხელსაწყოს გამოყენების ძირითად სფეროებს.თუ ელექტროხელსაწყო გამოიყენება სხვა სფეროებში, განსხვავებული აღჭურვილობით ან არასაკმარისი მომსახურებით, მაშინ ვიბრაციის და ხმაურის დონეები შეიძლება განსხვავდებოდეს.ეს მნიშვნელოვნად ზრდის ვიბრაციის და ხმაურის დონეს მუშაობის მთელი პროცესის განმავლობაში.

ვიბრაციის და ხმაურის ზუსტი დონის დასადგენად უნდა გაითვალისწინოთ აგრეთვე დრო, როდესაც ინსტრუმენტი გამორთულია ან მუშაობს, მაგრამ ფაქტიურად არ გამოიყენება.ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ვიბრაციის და ხმაურის დონეს მუშაობის მთელი პროცესის განმავლობაში.

განსაზღვრეთ ოპერატორის დაცვის დამატებითი ზომები, მაგ.: ელექტროხელსაწყოს და აღჭურვილობის მომსახურება, ხელების გათბობა, სამუშაო პროცესების ორგანიზება.