მტვრის და ბურბუშელას მოშორება

ზოგიერთი მასალის მტვერი (მაგ. ტყვიის შემცველი საღებავის, ხის ზოგიერთი სორტების, მინერალების და ლითონის) შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს. სასუნთქ ორგანოებთან მტვრის შეხება და მათში მოხვედრა იწვევს ოპერატორის ან ახლოს მდგარი ადამიანის ალერგიულ რეაქციას და/ან სასუნთქი გზების დაავადებას.

მტვრის გარკვეული სახეობები, მაგ. მუხის და წიფელის, ითვლება კონცეროგენულად, განსაკუთრებით ხის დამუშავების დანამატებთან ერთად (ქრომატი, ხის დამცავი საშუალება). აზბესტის შემცველი მასალის დამუშავება დაავალეთ მხოლოდ სპეციალისტებს.

დაიცავით თქვენს ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები დასამუშავებელ მასალებთან დაკავშირებით.