ხერხის პირის დაყენება/გამოცვლა

დააყენეთ მხოლოდ უნივერსალური 1/2" კუდით სახერხი პირი. ხერხის პირი არ უნდა იყოს გრძელი, ვიდრე ეს საჭიროა გათვალისწინებული ხერხვისთვის.

ძალით ჩასვით სახერხი პირი (1) დამჭერში (4) წკაპუნით ფიქსაციამდე. ამასთან დამჭერი მილტუჩი (3) ტრიალდება დაახ. 90° და აფიქსირებს სახერხ პირს.

თუ სახერხი პირი (1) არ არის დაფიქსირებული, მოატრიალეთ დამჭერი მილტუჩი (3) დაახ. 90° ისრის მიმართულებით, სანამ ის არ დაფიქსირდება ღია პოზიციაში, და არ გაისმება წკაპუნი. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩასვით სახერხი პირი დამჭერში (4).

  • შეამოწმეთ დამაგრების საიმედოობა, სცადეთ მოქაჩოთ სახერხი პირი. დაუმაგრებელი ხერხის პირი შესაძლოა ამოვარდეს და დააზიანოს ის.

გარკვეული სამუშაოების შესრულებისთვის სახერხი პირი (1) შეგიძლიათ მოატრიალოთ 180° (კბილანებით ზევით) და დადოთ ადგილზე.

  • ხერხის პირის გამორთვის შემთხვევაში ელექტროხელსაწყო ისე გეჭიროთ, რომ ამოვარდნილმა პირმა ვერ შეძლოს ადამიანების და ცხოველების დაზიანება.

მოაბრუნეთ საყრდენი მილტუჩი (3) დაახ. 90° ისრის მიმართულებით. სახერხი პირი (1) გამოვარდება.