ინტერფეისი Bluetooth®

საზომი ხელსაწყო აღჭურვილია მოდულით Bluetooth®, რომელიც იძლევა მონაცემთა გადაცემის საშუალებას რადიოკავშირის მეშვეობით ზოგიერთ მობილურ საბოლოო მოწყობილობაზე, რომლებიც აღჭურვილია Bluetooth® (მაგალ., სმარტფონები, პლანშეტები).

საჭირო სისტემური მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია Bluetooth®-ით დაკავშირებისთვის ხელმისაწვდომია საიტზე Bosch www.bosch-pt.com.

  • უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსებულია Bosch-ის პროდუქტის გვერდზე.

მონაცემთა გადაცემის დროს Bluetooth® ® შესაძლებელია დროში დაყოვნება, მობილურ ტერმინალსა და საზომ ხელსაწყოს შორის. ეს შეიძლება, გამოწვეული იყოს ორ მოწყობილობას შორის მანძილით ან გასაზომ ობიექტამდე მანძილით.

  1. დარწმუნდით, რომ Bluetooth® ინტერფეისი ჩაირთო მობილურ მოწყობილობაზე.
  1. დააჭირეთ ღილაკს , რათა გამოიძახოთ მენიუ Bluetooth®.
  2. ისევ დააჭირეთ ღილაკს , რათა გააქტიუროთ ინტერფეისი Bluetooth®.

კავშირის მდგომარეობა და აქტიური შეერთება (b) აისახება საზომი ხელსაწყოს მდგომარეობის ველში (h).

ფუნქციების კომპლექტის გასაფართოებლად ხელმისაწვდომია აპლიკაცია Bosch. ოპერაციული სისტემიდან გამომდინარე, მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია შესაბამისი აპლიკაციების მაღაზიებიდან.

Bosch-ის დანართის გაშვების შემდეგ, მყარდება კავშირი მობილურ მოწყობილობასა და საზომ ხელსაწყოს შორის. რამდენიმე აქტიური საზომი ხელსაწყოდან, აირჩიეთ შესაბამისი საზომი ხელსაწყო, სერიული ნომრის გამოყენებით. სერიული ნომერი (11) მითითებულია საზომი ხელსაწყოს საპასპორტო ფირფიტაზე.

  1. დააჭირეთ ღილაკს  მენიუს გამოძახებისთვის Bluetooth® და ისევ დააჭირეთ ღილაკს , რათა გამორთოთ ინტერფეისი Bluetooth®.