დისტანციური მართვის პულტის ექსპლუატაციაში ჩაშვება

მართვის ღილაკებზე დაჭერისას შეიძლება საზომი ხელსაწყოს გასწორებული მდგომარეობიდან გამოყვანა, ისე რომ ბრუნვა დროებით შეჩერდება.ამის თავიდან აცილება შეგიძლიათ დისტანციური მართვის პულტის გამოყენებით.

საკმარისი მუხტით ბატარეის დაყენების მომენტიდან დისტანციური მართვის პულტი მზადაა სამუშაოდ.

საზომი ხელსაწყო ისე დააყენეთ, რომ დისტანციური მართვის პულტის სიგნალი მისწვდეს ერთ-ერთ სენსორს (7) პირდაპირ. თუ დისტანციური მართვის პულტის მიმართვა პირდაპირ სენსორზე შეუძლებელია, სამუშაო დიაპაზონი მცირდება. სიგნალის ანარეკლს (მაგ.: კედლიდან) შეუძლია ისევ გაზარდოს მოქმედების მანძილი ირიბი სიგნალის დროსაც კი.

დისტანციური მართვის პულტზე ღილაკის დაჭერის შემდეგ სიგნალის გამგზავნი ინდიკატორის ნათება (25) მიუთითებს, რომ სიგნალი გაგზავნილი იყო.

საზომი ხელსაწყოს ჩართვა/გამორთვა დისტანციური მართვის პულტის მეშვეობით შეუძლებელია.