აკუმულატორის მუხტის მწვანე ინდიკატორის უწყვეტი ნათება

მუხტის ინდიკატორის უწყვეტი ნათება  (1) მიუთითებს, რომ აკუმულატორი მთლიანად დაიმუხტა ან,რომ აკუმულატორის ტემპერატურა დასაშვები დიაპაზონის ფარგლებს სცილდება (0–45 °C), ამიტომ აკუმულატორის დამუხტვა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში აკუმულატორის დამუხტვა დაიწყება, როგორც კი მიღწეული იქნება დასაშვები ტემპერატურული დიაპაზონი.

ჩადგმული აკუმულატორის გარეშე, მუხტის ინდიკატორის უწყვეტი ნათება (1) აჩვენებს, რომ ქსელური შტეფსელი შეერთებულია როზეტში და დასამუხტი მოწყობილობა მზადაა გამოყენებისთვის.