ბატარეების დაყენება/გამოცვლა

საზომ ხელსაწყოში რეკომენდებულია ტუტე-მანგანუმის ბატარეების გამოყენება.

იმისთვის, რომ გახსნათ ბატარეების განყოფილების თავსახური (11), დააჭირეთ ფიქსატორს (12) და მოხსენით ბატარეების განყოფილების თავსახური. ჩასვით ბატარეები.

ამავე დროს, უზრუნველყავით პოლიუსების სწორი მიმართულება ბატარეის განყოფილების შიდა მხარეს არსებული სურათის შესაბამისად.

თუ ბატარეები ჯდება, იწყებს ციმციმს მდგომარეობის ინდიკატორი (7). ციმციმის დაწყების შემდეგ საზომ ინსტრუმენტს შეუძლია მუშაობა კიდევ 1 ს.

ყველა ბატარეა ერთდროულად გამოცვალეთ. გამოიყენეთ მხოლოდ ერთი მწარმოებლის და ერთნაირი ტევადობის ბატარეები.