ტექნიკური მომსახურება და გაწმენდა

საზომი ხელსაწყოს შენახვა და ტრანსპორტირება აუცილებლად განახორციელეთ მიწოდების კომპლექტში შემავალ დამცავ გარსაცმში.

საზომი ხელსაწყო ყოველთვის სუფთა უნდა იყოს.

არასოდეს ჩაძიროთ საზომი ხელსაწყო წყალში ან სხვა სითხეში.

გაწმინდეთ ჭუჭყი რბილი, ნესტიანი ქსოვილით. არ გამოიყენოთ საწმენდი საშუალებები ან გამხსნელები.

განსაკუთრებით ფრთხილად მოუარეთ მიმღებ ლინზას (15), ისევე, როგორც სათვალეს ან ფოტოაპარატის ლინზას.

საზომი ხელსაწყო გააგზავნეთ შესაკეთებლად, დამცავ გარსაცმში (18).