კალიბროვკის შესახებ გაფრთხილება CAL guard

კალიბროვკის შესახებ გაფრთხილების ინდიკატორი CAL guard აკონტროლებს საზომი ინსტრუმენტის მდგომარეობას, მაშინაც კი როდესაც ის გამორთულია. თუ საზომი ინსტრუმენტი არ იკვებება აკუმულატორისგან ან ბატარეისგან, მუდმივი კონტროლი ინდიკატორების მიერ 72 საათის განმავლობაში ხორციელდება ჩაშენებული ენერგოაკუმულატორის მეშვეობით.

ინდიკატორები ამოქმედდება საზომი ინსტრუმენტის ექსპლუატაციაში ჩაშვებისას.

კალიბროვკის შესახებ გაფრთხილების გამოსვლის მიზეზები

შემდეგი მოვლენებიდან ერთ-ერთის დადგომის შემთხვევაში ჩნდება გაფრთხილება კალიბროვკის შესახებ CAL guard და ინდიკატორი CAL guard (3) აინთება წითლად:

  • გასულია კალიბროვკის ინტერვალი (ყოველი 12 თვე).
  • საზომი ინსტრუმენტი ინახებოდა დაუშვებელ ტემპერატურულ პირობებში.
  • ადგილი ჰქონდა საზომი ინსტრუმენტის ძლიერ რყევას (მაგ.: ვარდნისას იატაკთან შეჯახებისას).

აპლიკაციაში „Bosch Levelling Remote App“ შეგიძლიათ ნახოთ, სამი მოვლენიდან რომელმა გამოიწვია კალიბროვკის შესახებ გაფრთხილების გამოსვლა. აპლიკაციის გარეშე მიზეზის განსაზღვრა შეუძლებელია, ინდიკატორის ნათება CAL guard (3) აჩვენებს, რომ საჭიროა ნიველირების სიზუსტის შემოწმება.

გაფრთხილების გამოჩენის შემდეგ ინდიკატორი CAL guard (3) ენთება მანამდე, სანამ არ შესრულდება შესაბამისი შემოწმება, ამის შემდეგ ინდიკატორი ქრება.

კალიბროვკის შესახებ გაფრთხილების გამოჩენისას მოქმედებების თანმიმდევრობა

შეამოწმეთ საზომი ინსტრუმენტის ნიველირების სიზუსტე იხ. საზომი ხელსაწყოს სიზუსტის შემოწმება.

თუ ყველა შემოწმების დროს არ იქნა აღმოჩენილი მაქსიმალურად დასაშვები ცდომილების გადამეტება, გამორთეთ ინდიკატორი CAL guard (3). ამისათვის ერთდროულად დააჭირეთ მიმღებით მუშაობის რეჟიმის ღილაკს (5) და ღილაკს Bluetooth® (9) და გეჭიროთ მინ. 3 წმ. ინდიკატორი CAL guard (3) ჩაქრება.

თუ ერთ-ერთი შემოწმების დროს საზომი ხელსაწყო გადააჭარბებს მაქსიმალურ დასაშვებ გადახრას, ის უნდა ჩაბარდეს ტექნიკური მომსახურების ცენტრში შესაკეთებლად Bosch.