გაზომვის რეჟიმები

მენიუში ფუნქციები წარმოდგენილია შემდეგი ოპციები:

  • სიგრძეების გაზომვა
  • უწყვეტი გაზომვა
  • ფართობის გაზომვა
  1. დააჭირეთ ღილაკს ფუნქციების მენიუს გასახსნელად.
  2. აირჩიეთ გაზომვის საჭირო რეჟიმი ღილაკით .
  3. არჩევის დასადასტურებლად დააჭირეთ ღილაკს .

  1. დააჭირეთ ღილაკს , ფუნქციების მენიუს გასახსნელად.
  2. აირჩიეთ სიგრძის გაზომვის რეჟიმი  და დაადასტურეთ არჩევანი, ღილაკზე  დაჭერით.
  3. მოკლე დაჭერით დააჭირეთ ღილაკს , ლაზერის ჩასართავად.
  4. დააჭირეთ ღილაკს , რათა ჩართოთ გაზომვა.
  5. გაზომვის მნიშვნელობა აისახება ქვემოთ შედეგის სტრიქონში (f).
  6. გაიმეორეთ ზემოხსენებული მოქმედებები ყოველი შემდგომი გაზომვისთვის.

თუ სიგრძის რამდენიმე გაზომვა ხდება ზედიზედ, უახლესი გაზომვების შედეგები აისახება გაზომვის მნიშვნელობების სტრიქონებში (e).ყველაზე ბოლოს გაზომილი მნიშვნელობა აისახება ქვემოთ დისპლეიზე, ბოლოს წინა გაზომილი მნიშვნელობა – მის ზემოთ და ა.შ.

უწყვეტი გაზომვისას, გაზომვის მნიშვნელობა უწყვეტად აქტუალიზირდება. თქვენ შეგიძლიათ, მაგალითად, მოცილდეთ კედლიდან სასურველი მანძილით, მიმდინარე მანძილი ყოველთვის აისახება დისპლეიზე.

  1. დააჭირეთ ღილაკს , ფუნქციების მენიუს გასახსნელად.
  2. აირჩეთ უწყვეტი გაზომვა  და დაადასტურეთ არჩევანი,  ღილაკზე დაჭერით.
  3. ლაზერი ჩართულია მუდმივად.
  4. გადააადგილეთ საზომი ხელსაწყო მანამ, სანამ ეკრანზე არ იქნება ასახული სასურველი მანძილი.
  5. თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ უწყვეტი გაზომვის შესრულება, ხანმოკლედ  ღილაკზე დაჭერით.
  6. უწყვეტი გაზომვის გასაგრძელებლად, ისევ დააჭირეთ ღილაკს .

გაზომვის მიმდინარე მნიშვნელობა ნაჩვენებია მსხვილი შრიფტით უკეთესი კითხვადობისთვის.

უწყვეტი გაზომვის რეჟიმი ავტომატურად გამოირთვება 4 წუთის შემდეგ.

  1. დააჭირეთ ღილაკს , ფუნქციების მენიუს გასახსნელად.
  2. აირჩიეთ ფართობის გაზომვის რეჟიმი  და დაადასტურეთ არჩევანი, ღილაკზე  დაჭერით.
  3. მოკლე დაჭერით დააჭირეთ ღილაკს , ლაზერის ჩასართავად.
  4. პირველი გაზომვისთვის, მაგალითად, სათავსოს სიგრძის გასაზომად, დააჭირეთ ღილაკს .
  5. მეორე გაზომვისთვის, მაგალითად, სათავსოს სიგანის გასაზომად, დააჭირეთ ღილაკს .

მეორე გაზომვის დასრულების შემდეგ, გაზომვების ფართობი გამოითვლება ავტომატურად და აისახება. შედეგი აისახება შედეგის სტრიქონში (f). ცალკეული გაზომილი მნიშვნელობები აისახება გაზომილი მნიშვნელობების სტრიქონებში (e).