მტვერის და ბურბუშელას მოშორება

ზოგიერთი მასალის მტვერი (მაგალითად, ტყვიის შემცველი საღებავი, ზოგიერთი ხის მასალა, მინერალები და ლითონები) შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის საზიანო. მტვერთან შეხებამ და სასუნთქ გზებში მისმა მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს ოპერატორის ან მასთან ახლოს მყოფი პერსონალის ალერგიული რეაქციები და/ან სასუნთქი გზების დაავადებები.
მტვრის გარკვეული სახეობები, მაგალითად, მუხა და წიფელი, განიხილება კანცეროგენად, განსაკუთრებით ხის დამუშავების დანართებთან ერთად (ქრომატი, ხის დაცვის საშუალება).აზბესტის შემცველი მასალის დამუშავება დაავალეთ მხოლოდ სპეციალისტებს.

დაიცავით თქვენს ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები დასამუშავებელი მასალებისთვის.

მტვრის და ბურბუშელას ხვრელი შესაძლოა გაჭედილი იყოს მტვერით, ბურბუშელათი ან ნამზადის ფრაგმენტებით.

  • გამორთეთ ელექტროხელსაწყო და გამოაერთეთ ელექტრო კვების კაბელის შტეფსელი როზეტიდან.
  • დაელოდეთ, სანამ სახერხი დისკი ბოლომდე არ გაჩერდება.
  • გამოავლინეთ ბლოკირების მიზეზი და აღმოფხვერით ის.

მტვრის მოშორების დამოუკიდებელი სისტემა (იხ. სურ. C)

ბურბუშელის უბრალო შეგროვებისთვის გამოიყენეთ კომპლექტში შემავალი მტვრის ტომარა (1).

  • დააყენეთ მტვრის შესაგროვებელი ტომარა (1) მილყელზე ბურბუშელის გამოსადევნად(31).

მუშაობის დროს მტვრის ტომარა არ უნდა ეხებოდეს ინსტრუმენტის მოძრავ ნაწილებს.

დროულად გაავლეთ მტვრის ტომარა.

მტვერსასრუტის გარე სისტემა

მტვრის ნახერხთან ერთად მოსაშორებლად (31) მტვერსასრუტის შლანგი შეგიძლიათ შეაერთოთ (Ø 36 მმ).

  • შეაერთეთ მტვერსასრუტის შლანგი ნახერხის გამოსასვლელთან (31).

მტვერსასრუტი უნდა გამოსადეგი იყოს დასამუშავებელ მასალაზე.

გამოიყენეთ სპეციალური მტვერსასრუტი განსაკუთრებით მავნე კონცეროგენული მტვრის და მშრალი მტვრის მოსაშორებლად.