სახერხი დისკის გამოცვლა (იხ. სურ. D1D3)

გამოიყენეთ მხოლოდ ის სახერხი დისკები, რომელთა მაქსიმალური ბრუნვის რიცხვი მეტია თქვენი ელექტროხელსაწყოს უქმე სვლის ბრუნების რიცხვზე.

გამოიყენეთ მხოლოდ სახერხი დისკები, რომლებიც შეესაბამება ამ ინსტრუქციებში მითითებულ მახასიათებლებს, და რომელიც შემოწმებულია EN 847-1 სტანდარტის შესაბამისობაზე და გააჩნია სათანადო მარკირება.

გამოიყენეთ მხოლოდ სახერხი დისკები, რომელიც რეკომენდირებულია ელექტროხელსაწყოს მწარმოებლის მიერ და გამოსადეგია მასალისთვის, რომლის დამუშავებასაც აპირებთ. ეს თავიდან აგაცილებთ ხერხვისას კბილანების გადახურებას.

სახერხი დისკის მოხსნა

სახერხი დისკსის დაყენება

საჭიროების შემთხვევაში, დაყენებამდე გაწმინდეთ ყველა სამონტაჟო ნაწილი.

  • გადაწიეთ ქანქარა დამცავი გარსაცმი (9) უკან და დააყოვნეთ ამ პოზიციაში.
  • ჩამოაცვით ახალი სახერხი დისკი შიდა მომჭერ მილტუჩს (42).
  • ჩამოაცვით მომჭერი მილტუჩი (40) და ჩახრახნეთ ხრახნი შიდა ექვსწახნაგით (39). მოუჭირეთ შპინდელის ფიქსატორს (28), მოდებისთვის და მოუჭირეთ ხრახნს შიდა ექვსწახნაგით საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით.
  • ნელ-ნელა გაწიეთ ქანქარა ბუდე უკან.