ხერხვა

  • ხერხვის დაწყების წინ ყოველთვის მაგრად მოუჭირეთ ფიქსირების სახელურს (15) და მომჭერ სახელურს (33). სხვაგვარად სახერხი დისკი შესაძლოა მოიღუნოს ნამზადში.
  • ნებისმიერი ნახერხის შესრულებისას ჯერ დარწმუნდით, რომ სახერხი დისკი არავითარ შემთხვევაში არ ეხება საყრდენ თამასებს, ჭახრაკებს ან ინსტრუმენტის სხვა ნაწილებს. მოხსენით ყველა დამატებითი საყრდენი ან დაარეგულირეთ ისინი შესაბამისად.

დაიცავით სახერხი დისკი დარტყმებისგან და ბიძგებისგან.არ დააჭიროთ სახერხ დისკს გვერდიდან.

გახერხეთ მხოლოდ ის მასალა, რომლებიც შეესაბამება დანიშნულებისამებრ გამოყენებას.

არ დაამუშავოთ დეფორმირებული ნამზადები. ნამზადს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სწორი ნაწიბური, რომელიც შეძლებს დაეყრდნოს საყრდენ თამასას.

გრძელი და მძიმე ნამზადები უნდა შედგათ რაიმეს ქვეშ ან მას შეუდგათ რამე ქვევიდან.

დარწმუნდით, რომ ქანქარა დამცავი ბუდე გამართულად ფუნქციონირებს და თავისუფლად მოძრაობს. კრონშტაინის დაშვებისას ქანქარა დამცავი ბუდე უნდა გაიხსნას. კრონშტაინის აწევისას ქანქარა დამცავი ბუდე ისევ უნდა დაეფაროს სახერხ დისკს და შევიდეს მოდებაში კრონშტაინის ყველაზე ზედა პოზიციაში.

  • არ დადგეთ ერთ ხაზზე სახერხ დისკთან ელექტროხელსაწყოს წინ, ყოველთვის გადაადგილდით სახერხი დისკის გვერდით. ეს დაგიცავთ შესაძლო უკან გადაგდებისგან.
  • არ შეუდოთ ხელები ან თითები მბრუნავ სახერხ დისკს.
  • არ გადააჯვარედინოთ ხელები ინსტრუმენტის ტარის წინ.

  • დაამაგრეთ ნამზადი მისი ზომების შესაბამისად.
  • დააყენეთ საჭირო ჰორიზონტალური და/ან ვერტიკალური ხერხვის კუთხე.
    ჰორიზონტალური კუთხეებით მარჯვნივ ხერხვისას საჭიროა ბოლომდე გარეთ გამოწიოთ ან ბოლომდე შეწიოთ გრძივი საყრდენი (10).
  • ჩართეთ ელექტროხელსაწყო.
  • ნელა დაუშვით ხელსაწყოს კრონშტაინი სახელურით (4).
  • შეასრულეთ ჭრა თანაბარი მიწოდებით.
  • გამორთეთ ელექტროხელსაწყო და დაელოდეთ, სანამ სახერხი დისკი ბოლომდე გაჩერდება (41).
  • ნელა აწიეთ ხელსაწყოს კრონშტაინი.