სიმბოლოები

თქვენი ელექტროხელსაწყოს გამოყენებისას შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს შემდეგი სიმბოლოები. დაიმახსოვრეთ ეს სიმბოლოები და მათი მნიშვნელობა. სიმბოლოების სწორად გაგება დაგეხმარებათ თქვენი ელექტროხელსაწყოს უკეთ და საიმედოდ გამოყენებაში.

სიმბოლოები და მათი მნიშვნელობები

ლაზერული გამოსხივება
არ უყუროთ
2 კლასის ლაზერის სხივს

ელექტროხელსაწყოს მუშაობისას არ შეყოთ ხელი ხერხვის ზონაში. სახერხ დისკთან შეხებისას წარმოიქმნება დაზიანების რისკი.

გამოიყენეთ მტვრის საწინააღმდეგო რესპირატორი.

გამოიყენეთ დამცავი სათვალე.

ატარეთ სმენის ორგანოების დამცავი საშუალებები. ხმაურის ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სმენის დაკარგვა.

სახიფათო მონაკვეთი! შეძლებისდაგვარად შორს გეჭიროთ მაჯები, თითები და ხელები ამ მონაკვეთისგან.

‎ ‎3 601 M33 0..‎

‎ ‎3 601 M33 080‎
‎ ‎3 601 M33 0L0‎

გაითვალისწინეთ სახერხი დისკის ზომები. ჩასასმელი ნახვრეტის დიამეტრი უნდა იყოს ხელსაწყოს შპინდელის თავსებადი ღრეჩოს გარეშე. გადამყვანის გამოყენების საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყავით, რომ გადამყვანის ზომები შეესაბამებოდეს მზიდი დისკის სისქეს და სახერხი დისკის ჩასასმელი ნახვრეტის დიამეტრს, და ასევე ხელსაწყოს შპინდელის დიამეტრს. შეძლებისდაგვარად, გამოიყენეთ სახერხ დისკთან ერთად მოწოდებული გადამყვანები.

სახერხი დისკის დიამეტრი უნდა შეესაბამებოდეს მონაცემებს სიმბოლოზე.

 

ვერტიკალური კუთხით ხერხვისას რეგულირებადი საყრდენი თამასა უნდა გარეთ გამოწიოთ ან სრულად მოხსნათ.

არასოდეს არ გადაიტანოთ ელექტროხელსაწყო სამუშაო ხელსაწყოს კრონშტაინის სახელურით.