ათვლის სიბრტყის არჩევა

ათვლის დროს თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ათვლის სიბრტყეებიდან ერთ-ერთი:

საზომი ხელსაწყოს უკანა კიდე (მაგალითად, კედლებთან მიდებისას)

შტატივის ხრახნიანი ნახვრეტის შუა ნაწილი (14) (მაგალითად, შტატივით გაზომვებისთვის)

საზომი ხელსაწყოს წინა კიდე (მაგალითად, მაგიდის კიდედან გაზომვებისას)

  1. დააჭირეთ ღილაკს , ძირითადი პარამეტრების მენიუს გასახსნელად.
  2. აირჩიეთ .
  3. ღილაკით  ან  აირჩიეთ საჭირო ათვლის სიბრტყე.
  4. არჩევანის დასადასტურებლად დააჭირეთ ღილაკს .

საზომი ხელსაწყოს ყოველი ჩართვისას, ბოლო არჩეული ვარიანტი დაყენებულია, როგორც ათვლის სიბრტყე.

უკვე შესრულებული გაზომვებისთვის (მაგალითად, გაზომვების მნიშვნელობების ასახვისას გაზომვების მნიშვნელობების სიაში) ათვლის სიბრტყის შეცვლა შეუძლებელია.