თქვენი დისტანციური კონტროლის ცენტრი

PRO 360 ახალი, უფასო, მოსახერხებელი და ეფექტური წვდომის პორტალი

რა არის PRO360?

PRO360 არის თქვენი უფასო, მოსახერხებელი და ეფექტური წვდომის პორტალი Bosch Professional-ის მრავალ სერვისებზე.

დარეგისტრირდით ერთხელ და ისარგებლეთ უწყვეტად ყველა მიმდინარე და მომავალი მომსახურებით, მათ შორის ელექტრო ხელსაწყოების, ელემენტების და დამტენების გარანტიის უფასო გახანგრძლივებით 3 წლამდე, ქულების შეგროვების პროგრამით და მრავალი სხვა.

რატომ PRO360?

რატომ PRO360?

წარმოგიდგენთ PRO360 - აპლიკაციას, რომელიც ინახავს ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას თქვენი Bosch Professional ელექტრო ხელსაწყოების შესახებ.

- მიიღეთ ხელსაწყოების მიმოხილვა და გარანტია თქვენი ხელსაწყოების PRO360-ში დარეგისტრირებით.

- გამოიყენეთ PRO360 თქვენს კომპიუტერში ან ჩამოტვირთეთ მობილური აპლიკაცია, სადაც გექნებათ მუდმივი წვდომა ყველა ინფორმაციაზე.

- შეაგროვეთ ქულები, რომლებიც შეგიძლიათ გაცვალოთ Bosch Professional-ის ძვირფას საჩუქრებში.(გააქტიურდება 2025 წლიდან)


რას გვთავაზობს PRO360?
რას გვთავაზობს PRO360?

გაააქტიურეთ გარანტია უბრალოდ PRO360-ით პირდაპირ თქვენს ტელეფონზე ან კომპიუტერზე. ჩვენ გთავაზობთ ამას უფასოდ ყველა Bosch Professional ელექტრო ხელსაწყოებისთვის, საზომი ხელსაწყოებისთვის, ელემენტების და დამტენების ჩათვლით.​

უბრალოდ ჩაწერეთ აქტივის დეტალები ან სცადეთ სკანირების ფუნქცია თქვენს ტელეფონზე. მნიშვნელოვანია , რომ თქვენ ეს გააკეთოთ შეძენიდან 4 კვირის განმავლობაში.


დაკავშირება

დაარეგისტრირეთ თქვენი ხელსაწყოები PRO360-ში და ისიამოვნეთ დამატებითი უპირატესობებით!

გაეცანით ხელსაწყოების გამოყენების მონაცემებს პრაქტიკული რჩევებითა და კონსულტაციებით, რათა გაზარდოთ სამუშაო ეფექტურობა, დაარეგულირეთ თქვენი ხელსაწყოს სხვადასხვა პარამეტრები და მიიღეთ შეხსენება დასვენების შესახებ, ხელსაწყოს მუშაობის დროზე დაყრდნობით!


პროდუქტის ინფორმაცია

მობილური აპლიკაციის გამოყენებით, შეგიძლიათ შეხვიდეთ პროდუქციის კატალოგზე და პროდუქტის დეტალების გვერდზე, რომ ნახოთ გამარტივებული ინფორმაცია თქვენი ხელსაწყოების შესახებ.


რეიტინგები და მიმოხილვა

როცა გადაადგილდებით, თქვენ გაქვთ მარტივი წვდომა რეალური პროფესიონალების მოსაზრებებზე Bosch Professional ინსტრუმენტების შესახებ!

გაეცანით თქვენს მსგავს, სხვა პროფესიონალი მომხმარებლის შეფასებებს და გამოხმაურებას!


ციფრული გარანტია

გაღიზიანებთ, როცა ვერ პოულობთ თქვენი პროდუქტის გარანტიას ან კარგავთ მის დოკუმენტებს ? PRO360-ში შეგიძლიათ იპოვოთ ყველა თქვენი აქტივი ერთ ადგილას და შეინახოთ თქვენი ინსტრუმენტის მიმოხილვა.

ნება მიეცით თქვენს დილერს დაარეგისტრიროს თქვენი ხელსაწყოები და გაგიზიაროთ ინსტრუმენტების სია.

საგარანტიო პირობები საგარანტიო პირობები

PRO360-ის სერვისის აღწერა PRO360-ის სერვისის აღწერა


აქტივების ინვენტარიზაცია

ხელსაწყოების ციფრული სია გთავაზობთ თქვენი ხელსაწყოების სრულყოფილ მიმოხილვას და გარანტიას – მიუხედევად იმისა, გადაადგილდებით თუ კომპიუტერთან ხართ. აქტივებთან დაკავშირებული ინვოისები მარტივად შეიძლება აიტვირთოს ისე, რომ ყველა შესაბამისი ინფორმაცია იყოს ერთ ადგილას საგარანტიო შემთხვევაში.


სად შემიძლია დარეგისტრირება BOSCH PRO360-ზე?
სად შემიძლია დარეგისტრირება BOSCH PRO360-ზე?

თქვენ გაქვთ წვდომა თქვენი ელექტრო და საზომი ხელსაწყოების მართვაზე, ასევე მათი უპირატესობებისა და სერვისების მარტივ გამოყენებაზე.

უფასო ვებ ვერსია >

უფასო ჩამოტვირთვა Google Play Store-ში*
უფასო ჩამოტვირთვა Apple App Store-ში*
ხშირად განმეორებადი კითხვები

*Google Play და Google Play-ის ლოგო არის Google LLC-ის ბრენდები.

*Apple და Apple-ის ლოგო არის Apple Inc-ის ბრენდები.

Service Info

Have any questions about our repair and spare parts service?

Contact us: ptge@bosch.com

Monday – Friday:
10:00 - 19:00
FAQ

Frequently asked questions specifically about our repair, pickup and spare parts service

Learn more